Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ჭელიძეს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

24 მაისი, 2019 20:30

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„2019 წლის 24 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის ფაქტზე, ბრალდებულ გ.ჭ.-სმიმართ.  სასამართლომ განზრახი, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის  ბრალდებულგ.ჭ-ს 3 წლით და 6 თვის ვადით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალიქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრისსამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციისავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულვაზნებს ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებაბით, უტყუარად დადასტურდა გ.ჭ.-ს მიერ საზოგადოებრივი უშიშროებისა დაწესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის  ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებულისაფრთხის შემცველი ქმედებაა“,- ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სასამართლოში „ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ

პროკურორი: გიორგი ჭელიძემ მოანგრია უნიტაზი და ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^