Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს იბარებს

27 მაისი, 2019 11:54

ჭიათურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს იბარებს. 

„ვითხოვთ, „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ხვალ აუცილებლად გამოცხადდეს პარლამენტში და მოგვცეს ინფორმაცია - რამ გამოიწვია ეს ვითარება, რამ მიიყვანა მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე. ამ მოთხოვნას უერთდებიან „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატები“. დღეს ჩვენ დავაყენებთ საკითხს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, რომ, გარდა ნიკოლოზ ჩიქოვანისა, პარლამენტში ასევე მოვიდეს ეკონომიკის მინისტრი და გაგვაცნოს ვითარება სამთო-მომპოვებელ სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს პროცესები, რაც დღეს ჭიათურაში მიმდინარეობს, შეიძლება, გადადინდეს სხვა სფეროებზეც.

სამთო-მომპოვებელ სფეროში მშრომელების ვითარება არის განსაკუთრებით მძიმე და მათი სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. წიაღისეული არ არის არც ერთი დამსაქმებლის შემოქმედების შედეგი. ეს არის საქართველოს ბუნებრივი რესურსი, ამიტომ მისგან მიღებული დოვლათი უნდა იყოს სამართლიანად გადანაწილებული. აქედან გამომდინარე, პარლამენტი უნდა ჩაერთოს და უზრუნველყოს პროცესზე ზედამხედველობა“, - განაცხადა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე. 

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან

„ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, გაფიცულები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ

„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^