Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკმა Global Finance- ის Best Sub-Custodian Bank Award 2019 –ის ჯილდო მიიღო

27 მაისი, 2019 13:47

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ  დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია შეისწავლა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლიანა, რომლებიც  ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

"ეს ჯილდოები გადაეცემათ იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილება აქვთ და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ, რათა გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების მომსახურება უზრუნველყონ. ამ ჯილდოს გამარჯვებულები მომსახურების უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და ხარისხს უზრუნველყოფენ“,- განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ გირაპუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^