Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკონომიკის მინისტრი ჭიათურაში პრემიერის დავალებით გაემგზავრება

27 მაისი, 2019 14:34

როგორც „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამასახურში განუცხადეს, მინისტრი ნათია თურნავა დღეს ჭიათურაში გაემგზავრება და შეხვდება როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს, ასევე გაფიცულ მაღაროელებს. 

დღეს, 3000-ზე მეტი ჭიათურელი მაღაროელის გაფიცვის მე-13 დღეს, საპროტესტო აქციებს სკოლის მოსწავლეების ნაწილიც შეუერთდა. ასევე, როგორც ადგილობრივები „ლიბერალთან“ აცხადებენ, დაკეტილია სასურსათო მაღაზიების ნაწილი, მაღაზიის თანამშრომლები კი აქციას უერთდებიან. 

რამდენიმე დღის წინ გაფიცულებს სოლიდარობა სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებმაც გამოუცხადეს, ასევე მძღოლებმა და ტყიბულელმა მეშახტეებმა.

15-მდე გაფიცული მე-11 დღეა შიმშილობს. ისინი ხელფასის გაზრდას, ჯანდაცვის პაკეტის გაუმჯობესებას და ეკოლოგიურ გარემოზე ზრუნვას მოითხოვენ. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცვას უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 სექტემბერი
19 სექტემბერი

სასამართლო ოქრუაშვილს ნახევარმილიონიან გ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქ ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

კვირის კომიქსი: „ლელო"

ავტორი: სალომე ჯოხაძე
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვიდეო ► არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა დ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზ ...
^