Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

27 მაისი, 2019 15:21

ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს.

აღნიშნული განცხადებით ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა. 

„იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ ჭეშმარიტებას, რადგან ჩემთვის ამ საქმის მორალურ მხარეს აქვს უპირატესი მნიშვნელობა“, - აცხადებს ომარ მახარაძე. 

მოქმედი კანონმდებლობისა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
_____________

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა პოლიციას მიმართა და ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ პირველად გამოცემა „ბათუმელებმა" დაწერა. სტუდენტი „ბათუმელებს" მოუყვა, რომ ლექტორი მას თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.

„თავიდან მწერდა, როგორც ლექტორი. ცდილობდა, დამეგობრებას. შემაქო, გამომკითხა ოჯახური მდგომარეობა. ვიფიქრე, კარგი ლექტორია და გასაჭირში საგანზე დამეხმარება. ანგარიშს გამიწევს. მე ვმუშაობ და რთული გრაფიკი  მაქვს. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თავის დროზე თვალი დახუჭეს და არ გაიტანეს გარეთ. იმ სტუდენტების სახელით, რომლებიც ვერ იცავენ თავს, იმდენად მიამიტები არიან, რომ ვერ გამოდიან სიტყვით, ეს იქნება მაგალითი, რომ თვითონაც ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი შიშის გარეშე." – აცხადებს ტვ 25-თან სტუდენტი გოგო, რომელიც ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 

„რომ არ გავუგზავნე სელფი, თვითონ გამომიგზავნა ფოტოები. ერთი იყო  წელს ზევით მაისურში და მეორე წელს ქვევით. შემდეგ ვუთხარი, რომ ასეთი ქცევა შეუფერებელია. არ აქვს მნიშვნელობაო, მოიხსენი კომპელექსები, ვითომ ზღვაზე ხარო." - ამბობს სტუდენტი გოგო. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^