Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 3 თვეში უნდა დასრულდეს

30 მაისი, 2019 13:45

თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება და ამის გამო, დღეიდან ქუჩის ნაწილი გადაიკეტა. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სამუშაოს პირველი ეტაპი 3 თვეში უნდა დასრულდეს, მაგრამ თუკი პროცესი გაიწელება, მოსახლეობისთვის შექმნილი დისკომფორტის გამო, დანარჩენს მომდევნო წლებში გააკეთებენ.

„ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დღეს დაიწყო. მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე და არის ალტერნატიული მარშრუტი, სადაც შესაძლებელია კეკელიძის ქუჩის გავლით გადაადგილება. პირველი ეტაპის სამუშაოები ეს არის მიწიქვეშა კომუნიკაციები, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. განახლდება როგორც საკანალიზაციო, ისე სანიაღვრე სისტემა.

ელექტროსადენები, რომელიც ჰაერშია, დაგეგმილია მათი მიწისქვემოთ ჩატანა, მთლიანად იქნება მოწერიგებული, როგორც ნორმალურ განვითარებულ ქალაქებშია. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი პროექტები შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, არავინ იცის, რა მდგომარეობაშია წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელი. თუმცა ჩანს, რომ დაზიანებულია და ქუჩის გათხრის შემდეგ სიტუაციას უკეთ შეაფასებენ.

„იგივე მდგომარეობაა მელიქიშვილზე, ამიტომ GWP-სთან ერთად დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს სამუშაოები. როგორც გვეუბნებიან ის მილები, რომლებიც უნდა შეიცვალოს, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე, როდესაც დაიწყება სამუშაოები გაიხსნება ყველაფერი, მერე მარტივი იქნება.

ამიტომ გადავწყვიტეთ, სამუშაოებს ეტაპობრივად გავყოლოდით. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, ჩვენ დავამთავრებთ ამ პირველ ნაწილს, რაც არის დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე, თუ ვერ მოვასწრებთ იმ შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^