Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ლიბერალის" ფოტოკონკურსი. ფოტოკონკურსის თემაა - ტურისტები საქართველოში

01 ივნისი, 2019 7:18

„ლიბერალი“ აგრძელებს ყოველთვიურ ფოტოკონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსის წესების თანახმად, თითოეულ ავტორს შეუძლია, მხოლოდ ერთი ფოტო გამოაგზავნოს. ყველა გამოგზავნილი ფოტო აიტვირთება „ლიბერალის“ Facebook-გვერდზე. საკონკურსო ფოტოების მიღება დაიწყება 2 ივნისს და დასრულდება 29 ივნისს 24 საათზე.

„ლიბერალის“ Facebook-გვერდზე ატვირთული ფოტოებიდან მოწონებების რაოდენობის მიხედვით 3 რჩეული ფოტო გამოვლინდება. ასევე, 3 რჩეულ ფოტოს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია. ჟიურის თავმჯდომარეა „ლიბერალის“ ფოტორედაქტორი ლევან ხერხეულიძე. გამარჯვებული ფოტოები გამოქვეყნდება “ლიბერალის” ვებგვერდსა და ინსტაგრამზე, ხოლო 2020 წლის იანვარში წარმოდგენილი იქნება კონკურსის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე. ფოტო, შეიძლება იყოს გადაღებული, როგორც ფოტოკამერით, ასევე მობილურით. მიიღება როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი ფოტოები. ფაილის ზომები გრძელ მხარეს არ უნდა იყოს 3 000 პიქსელზე ნაკლები. ფოტოკონკურსის თემაა - ტურისტები საქართველოში ( ანუ ტურისტები ქალაქის კონტექსტში ). (“ლიბერალი” იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს თემასთან შეუსაბამო ფოტოები).

ფოტოები უნდა გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected]  გამოგზავნისას, Subject-ში მიუთითეთ ფოტოკონკურსის თემის სახელწოდება და ფოტოს ავტორის სახელი და გვარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^