Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

31 მაისი, 2019 16:08

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ველისციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ დაწყებულ საქმეზე ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა. ინფორმაცია „ლიბერალს“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუდასტურეს.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, სასამართლოში დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მას ვინმეს შეურაცხყოფა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.

„ველისციხის ინციდენტის დროს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსი, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. თორემ ჩემი განზრახვა, ვინმესთვის, რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ და ბოდიში მოუხადა სამართალდამცველებსაც.

„მნიშვნელოვანია, თითოეული პოლიციელის პოზიცია. დაიკითხა პოლიციელი, მე მათ ბოდიშს ვუხდი, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით, 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

17 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობა“ თელავში აქციის გამართვას გეგმავდა. მაგრამ ველისციხესთან, თელავისკენ მიმავალი გზა პოლიციამ გადაკეტა, რასაც მსვლელობის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^