Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომარ ნიშნიანიძის „არგო“ ზღვაში გავიდა

31 მაისი, 2019 17:05

„ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი და პროფესორი ომარ ნიშნიანიძე დღეს ფოთში თავისი აშენებული „არგოთი“ ზღვაში შეცურდა. როგორც ნიშნიანიძემ „ლიბერალს“ უთხრა, დღეს „არგოს“ ზღვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით ღონისძიება ფოთში გაიმართება, შემდეგ კი ვანისკენ აიღებენ გეზს.

„დღეს წყალში ჩავუშვით. ვართ მალთაყვაში, ფოთში, წყლის ნაპირზე ზუსტად. ვანში გაცურვამდე ჯერ აქ გვაქვს ღონისძიებები, 17:00 საათისთვის იქნება ღონისძიება და შემდეგ განვსაზღვრავთ, როდის შევცუროთ რიონში, იქნება ეს გვიან ღამით თუ დილით. ჩვენი გეგმები არ შეცვლილა, რაც მთავარია, გემი წარმატებით ჩაეშვა“, - უთხრა „ლიბერალს“ ომარ ნიშნიანიძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი 2 ივნისისთვის მომცრო გემით, რომელიც მისი თქმით, „არგოს“ განასახიერებს, ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს.

ომარ ნიშნიანიძე ახალი „არგოთი“ 31 მაისს ფოთიდან ვანის მიმართულებით რიონში გაცურვას გეგმავს

ნიშნიანიძე 29 მაისს „ლიბერალთან“ ჰყვებოდა, რომ გემის აშენების იდეა და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება თავის სტუდენტებთან ერთად მოინდომა. ის ახალ „არგოს“ 2 თვის განმავლობაში აშენებდა.

„2 ივნისს უკვე ვიქნებით ვანში, ვანელობაა ამ დღეს. ხალხი იქნება - გვეყოლება აიეტი, მედეა, ათენა, 12 მენიჩბეც - გავაცოცხლებთ ისტორიას. თან რაც მთავარია, გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერისა და მოგზაურის ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლისთავია, რომელმაც გაგვიცოცხლა ლეგენდა. თუმცა, ეს ლეგენდა არის ჩვენი ისტორია, დიდი მეცნიერების მიერ დამტკიცებული“, - ჰყვებოდა ომარ ნიშნიანიძე „ლიბერალთან“.

ომარ ნიშნიანიძე, რომელიც ანტიკური ისტორიის პროფესორია, ქუთაისში არგონავტიკის მუზეუმის დაფუძნებასაც გეგმავს. მისი თქმით, გემით მსვლელობა ვანში, ჭყვიშთან გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან დასრულდება, მოგვიანებით კი გემი ქუთაისში დაიდებს ბინას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^