Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხორავას საქმეზე სააპელაციომ დაადასტურა ის, რაც საგამოძიებო კომისიამ დაადგინა - კაპანაძე

03 ივნისი, 2019 14:40

საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ხორავას საქმეზე საგამოძიებო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, დათო სარალიძის მკვლელობა მოხდა ჯგუფურად. მისი თქმით, იგივე დასკვნა დადო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ.

„დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციომაც დაადასტურა, რომ დათო სარალიძის მკვლელობა მოხდა ჯგუფურად და რომ ამ მკვლელობის ჩამდენი/ები გარეთ არიან. სწორედ ეს თქვა საგამოძიებო კომისიამაც.

ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, როგორც კი ხელისუფლებას ესენი მოშორდებიან და სამართალი აუცილებლად იზეიმებს. აუცილებლად“, - წერს სერგი კაპანაძე. 

_______________

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მოსამართლემ, ნინო სანდოძემ განაცხადა, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, სხვა დაუდგენელ პირებთან  ერთად. მისივე ცნობით, გ.ჯ.-ს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში.

„სასამართლომ შეაფასა გ.ბ.-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები . გ.ბ-ს მიმართ განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა ბრალდების მხარესაც, ამ ნაწილში სასამართლომ სასჯელი გ.ბ.-ს დაუმძიმა“,- განაცხადა სანდოძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლ ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რომელიც გუშინ, 15 აგვისტოს დასრულდა, ანა დოლ ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

რას მოასწავებს „კონტი-ჯგუფის“ წასვლა ანა ...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, მათი პარტნიორებიდან &quo ...
^