Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უჭერს მხარს

04 ივნისი, 2019 16:10

საქართველოს ბანკმა ტურიზმის სექტორში მცირე და საშუალო ბიზნესის  ხელშეწყობის მიზნით 2018 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, ბიზნესის ხელშეწყობა, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. 2018 წელს საქართველოს ბანკმა სასტუმროების დასაფინანსებლად ჯამში 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ბანკმა  მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონებში წახალისების მიზნით არაერთი პროექტი განახორციელა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული სასტუმროების 71% რეგიონებში მდებარეობს და ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გასულ წელს, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, აქედან 23% საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში. 2018 წლის მანძილზე ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით, მათი 32% კი საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს წარმოადგენს.

„საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია. 2018 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 16.9%-ით გაიზარდა, რამაც სასტუმროების რიცხვის 24%-ით მატება განაპირობა. საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლები ერთი წლის მანძილზე გაიზარდა 18.4%-ით და მიაღწია Uშ$ 3.2 მლრდ-ს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ტურიზმის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია,  ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, ბანკი მომავალშიც აპირებს საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რაც 2018 წელს დადებული გარიგებების შესაბამისად გულისხმობს სექტორში 150 მილ. დოლარის დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას, 1,571 ადამიანის დასაქმებასა და 1,929 ახალი ნომრის მშენებლობას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^