Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: ჯერჯერობით ჯილდოს აღება და სკოლის დატოვება 6000-მდე პენსიონერ პედაგოგს სურს

04 ივნისი, 2019 18:17

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ  არსებული მონაცემებით, ჯილდოს აღება და სკოლის დატოვება დაახლოებით 6000 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერ პედაგოგს სურს. 

როგორც „ლიბერალს“ სამინისტროში განუმარტეს ეს არ არის საბოლოო ციფრი, ზუსტი მონაცემი რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი. 

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.
  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, დღესდღეობით, სკოლებში დასაქმებულ პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა შადგენს 35 346.  მათ შორის 12 111 ასაკით პენსიონერია. 

სამინისტროს ინიციატივით, იმ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ, გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია ან ორჯერ მცდელობის მიუხედავად, ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა. პედაგოგებს ამ შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სამინისტროს შეთავაზება პენსიონერ მასწავლებლებს - შეფასება

როგორც სამინისტროში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკის პედაგოგი ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას, მაგრამ სკოლის დატოვების სურვილი არ ექნება, სკოლას შეუძლია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუკი პედაგოგი სკოლისთვის მნიშვნელოვანია, შეუძლია, ხელშეკრულება გაუგრძელოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^