Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხეთმა ქართველი დევნილების დაბრუნების რეზოლუციის წინააღმდეგ არ მისცა ხმა

05 ივნისი, 2019 11:25

79 მხარდამჭერი, 15 წინააღმდეგი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვლითა სტატუსის შესახებ გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო. 57-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მათ შორის იყო სომხეთი, რომელიც ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლამდე საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას. 

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებას ტრადიციულად მხარი დაუჭირა საქართველოს ორმა მეზობელმა ქვეყანამ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა.

კენჭისყრის შედეგები:

გასულ წელს, რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა, 62-მა კი თავი შეიკავა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ინფორმაციით, წელს რეზოლუცია საქართველოსთან ერთად, გაეროს წევრმა 44-მა ქვეყანამ შეიმუშავა.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუფერხებელი ჰუმანიტარული საქმიანობის გადაუდებელ საჭიროებას. ამასთან ერთად, რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. რეზოლუცია, გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს ტრიბუნიდან  საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცებების შემთხვევებსა და მათ სიხშირეზე, ამასთანავე ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„ამერიკის ხმის" მასალა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^