Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე გირაოთი გათავისუფლდა

05 ივნისი, 2019 18:19

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა. 

„ლიბერალს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, რომ  მას 5 000 ლარი შეეფარდა და სვანაძემ ის 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. შემდეგი სხდომა 14 ივლისს გაიმართება. 

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარის) მუხლით მიმდინარეობს. 

ზაზა სვანაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება ორ ეპიზოდზე დაიწყო, ერთ-ერთი ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრალდებაა, რისთვისაც ჟურნალისტი 20 აპრილს დააკავეს.

ადვოკატის განმარტებით, მეორე ეპიზოდი ეხება ჟურნალისტ ნინო არღვლიანს. ამ შემთხვევაშიც მუქარაა ბრალდება. ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების ეტაპზე დაკითხულია ნანა ლეჟავა, რომელიც აღწერს, თუ რას განიცდიდა ნინო არღვლიანი ზაზა სვანაძის მხრიდან მუქარის შემცველი პოსტების გამო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^