Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია მეორე - ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისთვის

09 ივნისი, 2019 15:48

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს. 

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პატრიარქმა.

წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებულ ტაძარში საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ.

ახალ ტაძარში პირველი წირვა მღვდელმთავრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მანამდე კი ეპისკოპოსებმა ტაძრის კურთხევის რიტუალი შეასრულეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^