Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: ღიმილის მომგვრელია, ინტელექტუალურ ოპოზიციას, ასეთი ისტორიების მოგონების გარდა, არგუმენტი არ გააჩნია

09 ივნისი, 2019 20:12

„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას, კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა, სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს“, - ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. 

“როგორც ვიცი, იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია, არის თუ არა ეს ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება დაიწყება”, - აღნიშნა გახარიამ.

დღეს მთაწმინდის ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტურში ორი კანდიდატი გადავიდა. "ქართული ოცნების" კანდიდატი ლადო კახაძე და "ევროპული საქართველოს" და "თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი - შალვა შავგულიძე. 

საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„უფრო იუმორისტულ ვიდეოს ჰგავს" - თალაკვაძე ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ამსახველი კადრებზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^