
მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მე-16 უბანზე „ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ („ქართული ოცნება") გაიმარჯვა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, კახაძემ 289 ხმა მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოსა" და „თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 246.
27 ბიულეტენი ბათილად ცნეს.
აღნიშნულ საარჩევნო უბანზე სულ 562 ამომრჩეველი მივიდა.
ამავე უბანზე პირველ ტურში შალვა შავგულიძემ 206 ხმა მიიღო, ლადო კახაძემ - 184.
მე-16 უბანზე პირველ ტურში სულ 518 ამომრჩეველი მივიდა.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში სულ 31 უბანია.