Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძის თქმით, ხმების 75% დათვლილია და ლადო კახაძემ 62,5% მიიღო

09 ივნისი, 2019 22:37

თბილისის მერი და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მადლობას უხდის  ყველა იმ ადამიანს, ვინც მთაწმინდის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. 

კახა კალაძის მონაცემებით, დათვლილია  ხმების 75% და აქედან 62,5% ლადო კახაძემ მიიღო, 37,5% - შალვა შავგულიძემ.

„კიდევ ერთხელ,  ბატონ ლადოს დამაჯერებელი გამარჯვება მინდა მივულოცო.

ძალიან დიდია სხვაობა და ჩვენ ვვარაუდობთ რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ადამიანები  ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას.

კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის,  რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას , რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, აწუხებს თბილისს და აწუხებს საქართველოს", - აცხადებს კალაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^