Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლადო კახაძე ჟურნალისტებს: ჩემთან ერთად თქვენც აიღებთ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე

09 ივნისი, 2019 23:24

მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა ლადო კახაძემ, რომელიც დათვლილი უბნების მონაცემებით, ლიდერობს, ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მხარი დამიჭირა, ვინც შეწუხდა, ვინც ის წინადადებები გაიაზრა, რომელიც ჩემი აზრით, მთავარია.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა. ეს არის ის ოჯახი, ვისთან ერთადაც ჭირისა და ლხინის გასაყოფად მზად ვარ და ვიქნები. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩემთვის ხმა არ მოუცია, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ჩემს მიმართ გარკვეული ნდობა აქვს. ალბათ ცხოვრება მოიტანს ამ ნდობის უფრო მეტად გაღვივებას.

დიდი მადლობა თქვენ [ჟურნალისტებო], მე თქვენ ექიმებს გეძახით, იმიტომ, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოტანა შეგიძლიათ მიუკერძოებლად. თქვენ გააცოცხლეთ თავის დროზე ლადო კახაძე, მეორე ცხოვრება აჩუქეთ და შემოიყვანეთ პოლიტიკურ ველზე, ამიტომ ჩემთან ერთად აწი თქვენც აიღებთ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე", - აცხადებს ლადო კახაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^