
პოლიციამ 40 წლის მამაკაცი ი. ბ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, სოფელ კაბალში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ ძალადობის მუქარის გამოყენებით დაამყარა სქესობრივი კავშირი
არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.
პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლად დაბადებული ბავშვის ბავშვის მამაა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.