
სოფელ აგარაში ერთმა პირმა სავარუდოდ, ცოლი დაჭრა და ამავე სოფელში მცხოვრები ერთი კაცი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში დაჭრეს, ხოლო კაცი სხვა ადგილას არის მოკლული.
შსს-ში ამბობენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მოქმედებები მის დასაკავებლად.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, მუხლი შეიცვლება. მოგვიანებით ამის შესახებ განცხადებას გაარცელებენ.