Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქარტიის საბჭოს განცხადება: დაუშევებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა

10 ივნისი, 2019 13:02

გამოცემა qartli.ge-ის ცნობით, 10 ივნისს, გამთენიისას მის ჟურნალისტს, საბა წიწიკაშვილს სამართლდამცველებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტს იმ ავტოავარიის გაშუქება სურდა, რომელშიც სავარაუდოდ სამართალდამცავების მანქანა მონაწილეობდა. როგორც საბა წიწიკაშვილმა ქარტიის საბჭოს განუცხადა, მას ცენტრალურ ავტობანზე პოლიციელებმა შეუზღუდეს გადაღების უფლება და ძალის გამოყენებით გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. მომხდარის გადაღება მან შორიდან მაინც შეძლო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე პროკურატურას, დროულად შეისწავლონ მომხდარი შემთხვევა და დამნაშავე პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

დაუშვებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამ უფლების დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით (154-ე მუხლი) ისჯება.

„ავტოსაგზაო შემთხვევა ჟურნალისტებს აქამდეც გაუშუქებიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამიტომაც ამ კონკრეტული შემთხვევის დამალვის მცდელობა აჩენს ბევრ კითხვას და ამყარებს ეჭვს, რომ საქმეში მართლაც მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროვოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მასალა და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, რა მოხდა რეალურად, ვინ იყვნენ მონაწილე პირები და რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს ამ ამბის გავრცელების უფლება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ჟურნალისტი ამბობს, რომ გორში პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^