Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გერის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 ივნისი, 2019 11:40

თბილისის საქალაქო სასამართლომ გერის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობაში  ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა კ.ც.-მ  ქ.თბილისში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაზარალებულის  არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.  

სამართალდამცველებმა კ.ც. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აგვისტო
20 აგვისტო

ლევან ვასაძის პასუხი „თედოს ჩივილზე"

ლევან ვასაძე ამერიკელ იურისტ თედ ჯონასს, რომელსაც მის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეაქვს, ვიდეომიმართვით პა ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის" გათავისუფლებულ თანამშრომლ ...

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნ ...
20 აგვისტო
20 აგვისტო

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი მფლობელები საჯარო ...

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს სასამართლოში უჩივიან. „რუსთავი 2"-ი ...
^