Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა წერია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ ტექსტში

12 ივნისი, 2019 13:14

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებიდან 10 წლისთავზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შეერთებულ შტატებში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. აშშ-ში მხარეებმა 10 წლის იუბილეზე ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს.

11 ივნისს მიღებული დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-აშშ-ის ვალდებულებებს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და სხვადასხვა საკითხს ეხება.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ აშშ და საქართველო ერთობლივად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ ერთობლივად ვიბრძოდით, ჩვენი შეიარაღებული ძალები ერთად სწირავნდნენ თავს ერაყსა და ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოს ჩართვას გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც საერთო სარგებელს ემსახურებოდა“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

ერთობლივი დეკლარაციის მიხედვით, აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი და სტაბილური საქართველო ყველაზე უკეთ დაიცავს თავს რუსეთის აგრესიისგან და უზრუნველყოფს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. დეკლარაციით აშშ კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, დაეხმაროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს NATO-ის ქვეყნებთან თავსებადობისთვის.

ასევე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2018 წელს ბრიუსელის სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს - საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

„აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ სტაბილური და პლურალისტური დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლება, კანონის უზენაესობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის საჭირო, რომ გაგრძელდეს საქართველოს განვითარება და შეძლოს წინ აღუდგეს უცხო ქვეყნების გავლენას.

ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ ყველა მხარესთან, რომ ხელი შევუწყოთ უფრო დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, უზრუნველვყოთ თანაბარი პირობები სხვადასხვა ჯგუფისათვის და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ არჩევნებს.

გავაძლიეროთ მედიაპლურალიზმი, ანგარიშვალდებულება, საქართველოს უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი სექტორების ჩათვლით, გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხები“, - ნათქვამია დეკლარაციაში.

სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავზე მიღებული ტექსტის მიხედვით, მხარეები ასევე მიუთითებენ, რომ ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია დასაქმების ზრდაზე, ღია საინვესტიციო კლიმატსა და თავისუფალ ბიზნესზე.

ამიტომ მხარეებს სურთ, გაიზარდოს ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები, საერთაშორისო ბიზნესი და აშშ-მა მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას გაზარდოს ენერგოუსაფრთხოება, გახდეს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი და გაზარდოს კავშირი რეგიონის სხვა ქვეყნებთან.

დეკლარაციის მიხედვით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს, დაიცვას უფლება თავად აირჩიოს პარტნიორები და მშვიდობიანი გზით გადაჭრას რუსეთთან კონფლიქტი, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დახიოს შეიარაღებული ძალები 2008 წლამდე არსებულ პოზიციებზე.

„ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კავშირები, დავეხმაროთ ხალხს პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ვიმუშაოთ ერთად რუსული ოკუპაციისგან გაყოფილი ხალხის დასაკავშირებლად და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საზოგადოებისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივების განსახორიცელებლად“, - ნათქვამია დეკლარაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^