Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა დატოვა

13 ივნისი, 2019 12:50

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ დატოვა. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ 2020 წლიდან საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდეს და გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნების პრინციპი. 

სერგი კაპანაძის თქმით, მათ დღეს 250 000 ხელმოწერა შეიტანეს პარლამენტში საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. მისი თქმით, საკითხები, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება არის მეორეხარისხოვანი. 

„ყველაზე დიდი მოთხოვნით, რომელიც აქვს პოლიტიკურ სპექტრს და საქართველოს მოქალაქეებს, დღეს 250 000 ხელმოწერა შევიტანეთ. ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა და პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება, რადგან ეს სისტემა გულისხმობს მანდატების უფრო ადეკვატურად განაწილებას ხალხის ნების პროპორციულად.

ის საკითხები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება, არის შედარებით მეორეხარისხოვანი, მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, მაგრამ არც კი შეედრება ამ საკითხის მნიშვნელობას, ეს არის ყველაზე მთავარი თემა, მეორეხარისხოვან საკითხებზე საუბარი არ მიგვაჩნია უპრიანად, ამიტომ ჩვენ დღეს სამუშაო ჯგუფის ეს შეხვედრა დავტოვეთ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 სექტემბერი
17 სექტემბერი

20 ივნისის აქციაზე დაკავებულები პატიმრობ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი, ილია მემანიშვილი და გოგი ქურდო ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

პრეზიდენტის დაანონსებული შეწყალების მოდე ...

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემული შეწყალების აქტის შედეგად, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდ ...
17 სექტემბერი
17 სექტემბერი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბელიაშვილსა ...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შ ...
^