Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტურ პროგრამას START-ს იწყებს

13 ივნისი, 2019 14:48

საქართველოს ბანკი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტურ პროგრამას START-ს  იწყებს. პროგრამის მიზანია, სფეროთი დაინტერესებული სტუდენტების მოზიდვა, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა. პროგრამაში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ახალი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად რეალურ სამუშაო პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამის წარმატებული მონაწილეები კი საქართველოს ბანკში დასაქმდებიან. საქართველოს ბანკი კი, თავის მხრივ, შეძლებს  შექმნას  ახალგაზრდა ტალანტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტური პროგრამების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში პრაქტიკის გავლა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიარონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და იპოვონ საკუთარი როლი შესაბამის გუნდებში. ასევე,  გაეცნონ და იმუშაონ ეჯაილის პრინციპებით, დანერგონ ის პრაქტიკაში. სტუდენტური პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტუდენტური პროგრამა ბანკში 2014 წლიდან მოყოლებული წარმატებით ხორციელდება. პროგრამის გამორჩეული მონაწილეები კი დღეს უკვე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები არიან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

რეზიუმეს გასაგზავნად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: It.internship.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^