Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected]MAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიძინა ივანიშვილის ქონება წელს 270 მილიონი დოლარით გაიზარდა

14 ივნისი, 2019 12:10

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე 270 მილიონი დოლარით გაიზარდა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება, ვებგვერდის მიხედვით, ამჟამად 5.27 მილიარდ დოლარს შეადგენს. ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 352-ე ადგილს იკავებს.

2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5 მილიარდი იყო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქონება ყველაზე დაბალ ნიშნულზე 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დაეცა და 5 მილიარდს ჩამოსცდა. მაქსიმუმს - 6.40 მილიარდ დოლარს კი 2013 წლის სექტემბერში მიაღწია.

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის მიხედვით, ქონება პოსტსაბჭოთა პერიოდში, რკინის საბადოებსა და ქარხნებში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებით დააგროვა. 2003-2006 წლებში ქონების ნაწილი გაყიდა და 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.

Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, მისი ყველაზე მსხვილი აქტივები კი ფულადია. ამერიკული გამოცემა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის შემოსავლებზე ინფორმაციას მუდმივად აახლებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^