Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერი ადამიანები: პატივს ვცემთ „თბილისი პრაიდს“, მაგრამ ღირსების მარშს არ ვუერთდებით

14 ივნისი, 2019 13:24

ტრანსგენდერი ადამიანების თემის წევრების განცხადებით, ისინი „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღირსების მარშს არ შეუერთდებიან. თემის ერთ-ერთმა წევრმა გაბრიელამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ტრანსგენდერი ადამიანების თემის სახელით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პრაიდის დაანონსების შემდეგ მათზე თავდასხმები გახშირდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობის ფაქტების გამოძიებას სთხოვენ.

„მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ, რომ ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო ჩვენს დასაცავად დაუყონებლივ მიიღოთ ზომები. რათა როგორც მინიმუმ მშვიდ გარემოში არსებობა შევძლოთ.

სექსსამუშაოში ჩართულ ტრანსგენდერ ქალებს ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, არათუ შეგვიძლია ჩვენი უფლებების დაცვა. ჩვენი არსებობაც კი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ყოველდღიურად ვინიღბებით და ვიმალებით, რადგან ჩვენი სიცოცხლე გამუდმებით საფრთხის ქვეშ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოგვკლან ისე, როგორც მოკლეს ჩვენი მეგობრები“, - აცხადებენ თემის წევრები.

გაბრიელას თქმით, ტრანსგენდერ ადამიანებს დევნიან ოჯახებიდან და უარს ეუბნებიან დასაქმებაზე. 2013 წლის შემდეგ კი, როცა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია დაარბიეს, ყოველი წლის მაისის თვეში მათზე თავდასხმები ხშირდება.

ტრანსგენდერი ადამიანების თემის წევრები აცხადებენ, რომ პატივს სცემენ პრაიდის ორგანიზატორთა სულისკვეთებას, იქნებიან მათ გვერდით, ვინც იბრძვის ლგბტქ თემის უფლებების დასაცავად. მაგრამ პრაიდის დაანონსების შემდეგ მათზე თავდასხმებმა იმატა და ღირსების მარშში ჩართვა ვერ შეამსუბუქებს მათ მდგომარეობას.

„სამწუხაროა, რომ წელს პრაიდის დაანონსებამდე არავის ჩაუთვლია საჭიროდ, ეკითხა აზრი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის და მიეღო ზომები ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

ასევე ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ თემის იმ წევრების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ პრაიდს და იმედი გვაქვს, ამ განცხადებას მტრულად არ მიიღებენ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად მივიღეთ“, - განაცხადა გაბრიელამ ტრანსგენდერი ადამიანების თემის წევრების სახელით.


„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, 18 - 23 ივნისს საქართველოში პრაიდის კვირეული აღინიშნება. 17 მაისისთვის პრაიდის ორგანიზატორებმა ვიდეომიმართვაც გაავრცელეს, რომელშიც ამბობენ, რომ:

„ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ საზოგადოებაში, რომელშიც ყველა დაცულია. ჩვენ ვებრძვით უსამართლობას, ყველა ჩაგრული ჯგუფის მიმართ ვართ სოლიდარული. ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, ასე ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენ ვიბრძვით ღირსებისთვის, ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტო“.

„ნაბიჯის წინ გადადგმა გვჭირდებოდა“ - ინტერვიუ თბილისი პრაიდის ორგანიზატორთან

„თბილისის პრაიდის“ ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ღირსების მარშის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით შეხვედრაც გამართეს. მაგრამ 31 მაისს თქვეს, რომ შსს-მ მათ განუცხადა, პრაიდის კვირეულის დაცვა მათთვის შეუძლებელი იქნებოდა.

„თბილისის პრაიდის“ განცხადებით, ეს იყო საქართველოს მოქალაქეების საბაზისო, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, შელახვა. ამაზე იქნება შესაბამისი რეაგირება და მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს.

შსს-ს პოზიციით კი, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ისეთი ადგილები და ფორმატი შეარჩიეს, რომლებშიც უწყების განცხადებით, ისინი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ.

„ჩვენ ვიცავთ ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და მოქალაქის უსაფრთხოებას შორის“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პრაიდის შეზღუდვის შესახებ.

ვიდეო ► „გამოდი თანასწორობისთვის“ - „თბილისი პრაიდი“ ახალ ვიდეოს აქვეყნებს

პრაიდის დაანონსებიდან მალევე, „ქართულმა მარშმა“ განაცხადა, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებდნენ. „ჩვენ გამოვალთ და ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა, თუკი ამ ღონისძიების ჩატარებას მოინდომებენ“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

14 ივნისს კი „თბილისი პრაიდის“ შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიება მათთვის მიუღებელია და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან ის.

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას „თბილისი პრაიდის“ ჩატარება

9 ივნისს LGBT პირთა უფლებების დამცველმა მოძრაობამ All Out-მა თბილისის პრაიდთან დაკავშირებით პეტიცია გამოაქვეყნა

პეტიციაში წერია, რომ ისტორიაში პირველად ადგილობრივი აქტივისტები საქართველოში, თბილისში აპირებენ გამართონ პრაიდი. როგორც პეტიციაში წერია, ეს არის შესაძლებლობა, აჩვენონ საქართველოში, რომ LGBT+ ადამიანები ითხოვენ თანაბარ უფლებებს;  ქვეყანაში, სადაც თემზე თავდასხმები და ჰომოფობიური განწყობები კვლავ მასშტაბურია.

პეტიციის ავტორები მიმართავენ საზოგადოებას და სთხოვენ მათ,  რომ ხელი მოაწერონ პეტიციას, რათა დაარწმუნონ პრემიერი და შს სამინისტრო, დაიცვან პრაიდის უსაფრთხოება. 

ომბუდსმენი: მოვუწოდებთ შსს-ს, „ღირსების მარშის“ გამართვამდე გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება

საჯარო მსვლელობა პოლიტიკურად კონტრპროდუქტიული გადაწყვეტილებაა - WISG ღირსების მარშზე

პრაიდის შესახებ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^