Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნეტგაზეთის ჟურნალისტს კონტრაქციის მონაწილემ პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა

14 ივნისი, 2019 20:05

ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილემ პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა და პოლიციელების კორდონთან დააგდო.

მიუხედავად ჟურნალისტის მხრიდან პოლიციისადმი მოწოდებისა, რომ მას ხელი შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში და დაეკავებინათ აქციის მონაწილე, პოლიციელებს აქციის მონაწილე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. 

„ლიბერალი“ მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, მათ კომენტარს მიღებისთანავე გაცნობებთ. 

დღეს, 19:00 საათზე, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავდნენ.. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა. 

აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა გურამ ფალავანდიშვილი, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები. ფალავანდიშვილის განცხადებით, ის პრაიდის აქტივისტების აქციის ჩაშლას გეგმავს. მათ აქციას შეუერთდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. 

პრაიდის მხარდამჭერ აქციამდე კანცელარიასთან ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ

კანცელარიასთან ფალავანდიშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ლევან ვასაძე მივიდა

LIVE ► პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები აქციას კანცელარიის ნაცვლად კიბეებზე მართავენ

პოლიციამ კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^