Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები მთავრობის განცხადებამდე დაშლას არ აპირებენ

14 ივნისი, 2019 22:07

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიის შენობის მიმდებარედ არიან შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ არ დაიშლებიან სანამ მთავრობის წარმომადგენლები განცხადებას არ გააკეთებენ. 

„პრაიდის“ ორგანიზატორების თქმით, სახეწლმიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია „პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშზე და ასევე თქვას როგორ უზრუნველყოფს მათი უსაფრთხოების დაცვას. 

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და აქტივისტები დღეს კანცელარიასთან აქციის გამართვას გეგმავდნენ. ისინი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას,  დაიცვან მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა. თუმცა, მათ ვერ შეძლეს კანცელარიის წინ აქციის გამართვა, რადგან ჰომოფობიური განწყობების მქონე კონტრაქქციის მონაწილეებმა დაიკავეს ტერიტორია. პოლიციამ აქციებს შორის კორდონი შექმნა. 

„31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე, ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს „თბილისი პრაიდის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს, სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“, - ამბობენ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^