Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუცილებელია, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს ყველამ - პრემიერის მრჩეველი

14 ივნისი, 2019 22:44

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა კანცელარიის წინ მიმდინარე აქციისა და კონტრაქციის შესახებ.  

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ვითარება არ დაიძაბოს. საუბარი იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები იყოს შელახული, აბსოლუტურად ზედმეტია.

„ვხედავ, რომ სამართალდამცველები მაქსიმალურად მობილიზებული არიან და საფრთხეების თავიდან არიდების გამო მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კონსულტაციების ის პროცესი, რომელიც ორგანიზატორებს აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. შსს მათ შესთავაზებს ადეკვატურ შესაძლებლობას, რომ მათი სამართლებრივი უფლებები უზრუნველყოფილი იყოს.

მე ვერ და არ ვიტყვი, რომ რაიმე ფორმით ვინმეს უფლებები უნდა იზღუდებოდეს. აუცილებელია, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს ყველამ და საკუთარი აზრის გამოხატვაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შელახული სხვისი უფლება.

ეჭვგარეშე და კითხვის გარეშეა ნებისმიერი ადამიანის უფლების რეალიზების საკითხი. მთავრობის მეთაურის და ზოგადად მთავრობის კონკრეტული პასუხი არის ის, რომ მთავრობა დღეს ემუშავება ყველა მხარეს იმისთვის, რომ ყველას უფლება იქნეს რეალიზებული. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ.

პრემიერი დღეს იმყოფება დალასში, იქვე არიან მთავრობის წარმომადგენლები და დარწმუნებული ვარ, რომ სამინისტროც და უწყებებიც შესაბამის განცხადებებს გააკეთებენ. როცა პრემიერ-მინისტრი ჩამოვა, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს გამოეხმაურება“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები კანცელარიის მოშორებით აქციას მართავენ. ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფი კი კონტრაქციას ატარებს და კანცელარიის წინ იმყოფება. მათ შორის პოლიციის ცოცხალი კორდონია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^