Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე „TV პირველის“ ჟურნალისტს ხელით შეეხო

15 ივნისი, 2019 1:13

მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ხელით შეეხო.

ხოლო რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ის ჰომოფობიური ჯგუფის წევრებს „აღიზიანებდა“.

კანცელარიასთან გამართული კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს აგრესიულად მიმართავენ. კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა და პოლიციელების კორდონთან დააგდო.

კონტრაქციის მონაწილეები „ლიბერალის“ ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ, ცდილობდნენ გადაღებაში ხელი შეეშალათ და მოითხოვნდნენ განმარტებას, რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან. 

დღეს 19:00 საათზე კანცელარიასთან „პრაიდის“ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები აქციის ჩასაშლელად შეიკრიბნენ.

„პრაიდის“ აქტივისტებს კანცელარიასთან მისვლის საშუალება არ მიეცათ და აქციის გამართვა კიბეებზე დაიწყეს. კონტრაქციის მონაწილეები მათ ჰომოფობიური შეძახილებით შეხვდნენ. აქციასა და კონტრაქციას შორის სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს.

მოგვიანებით კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილმა რამდენჯერმე სცადა პოლიციის კორდონის გარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^