Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან კობერიძე: ვასაძის წარსული რუსულ სპეცსამსახურებთან მის კავშირზე მიუთითებს

17 ივნისი, 2019 13:12

პარლამენტის წევრის ლევან კობერიძის თქმით, ლევან ვასაძის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და შესაბამისი ნაბიჯები არის გადასადგმელი. კობერიძე მიიჩნევს, რომ რუსულ ბიზნესში ვასაძის ადრინდელი პოზიცია რუსულ სპეცსამსახურებთან მის კავშირზე მიუთითებს.

„თუ AFK Sistema გაგიგიათ, ნახავთ, ვასაძეს რა პოზიცია ეკავა. ეჭვი არავის ეპარება, რომ მსგავსი სახის ორგანიზაციები და კომპანიები რუსეთში პირდაპირ მათ სპეცსამსახურებთან არიან კავშირში. ეს ხელის გულზე დევს და ამას მარჩიელობა არ სჭირდება.

ჩემთვის გასაგებია, ლევან ვასაძე ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ეს ადამიანი ისეთ კომპანიასა და ისეთ თანამდებობაზე მუშაობდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ არ ჰქონდეს პირდაპირი, არათუ ირიბი კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან.

მისი განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და თუ ქვეყანას პრეტენზია აქვს, რომ ქვეყანაა, შესაბამისი ნაბიჯები სასწრაფოდ უნდა გადაიდგას. თუ არის რამე კანონსაწინააღმდეგო, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. კანონი ყველასთვის კანონია“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ჰომოფობიური აქცია გამართა, კაცები მიიწვია და „ლეგიონის“ შექმნა დააანონსა, რომელმაც მისი თქმით, ქუჩებში წესრიგი უნდა დაამყაროს და ლგბტ თემის წევრებს თავს დაესხას. ვასაძის თქმით, მათ ვერც პოლიცია დააკავებს და თუ სამართალდამცველებს მსგავსი მცდელობა ექნებათ, მათ წინააღმდეგობას გაუწევენ.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურად განწყობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^