Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი ვერის ბაღში გამართულ აქციას და იქ გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება

17 ივნისი, 2019 13:48

სახალხო დამცველი ეხმაურება 2019 წლის 16 ივნისს თბილისში, ვერის ბაღში გამართულ აქციას და მისი მიმდინარეობისას გაჟღერებულ განცხადებებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა ადგენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რისი დარღვევის შემთხვევაშიც, გამოხატვა სცდება კანონით დაცული სიკეთის ფარგლებს და იქცევა უკანონოდ.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2019 წლის 16 ივნისის აქციაზე შეკრების ორგანიზატორის მხრიდან გაჟღერდა არაერთი განცხადება, რომლებიც საფრთხის შემქმნელია ადამიანების უსაფრთხოების, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. კერძოდ, ომბუდსმენის შეფასებით, აქციის ორგანიზატორის მხრიდან გაისმა მოწოდება სხვადასხვა ადამიანებისგან დაკომპლექტებული რაზმების შექმნაზე, რომლებიც მოახდენენ სხვა პირთა თავისუფლების აღკვეთას, იარაღად სხვადასხვა საშუალების გამოყენებასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას. 

„მსგავსი მოწოდებები ბუნებრივია საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს, წარმოადგენს ძალადობის პროპაგანდას და ცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის უკანონო ქმედებები ადამიანის უფლებების შეზღუდვას ისახავენ მიზნად. თუკი 16 ივნისის აქციის მოწოდებები პრაქტიკაში რეალიზდება, საფრთხე შეექმნება როგორც ადამიანთა უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველია.

გამომდინარე იქიდან, რომ აქციაზე გაჟღერებული მოწოდებები და სამოქმედო გეგმა შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველი, როგორც უფლებამოსილი ორგანო გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების წინადადებით მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს:

• ეფექტურად გამოიძიონ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიება და მოახდინონ შესაძლო დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემა;
• გაატარონ აქტიური სისხლის სამართლებრივი ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პირთა უფლებების ხელყოფა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

შსს-მ უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ლევან კობერიძე: ვასაძის წარსული რუსულ სპეცსამსახურებთან მის კავშირზე მიუთითებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

პროკურატურას დვალი-აქიმიძის საქმეზე ბრალ ...

სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის შედეგად, „რუსთავი 2“  ქიბარ ხალვაშის საკუთრებად იქნა ა ...
19 ივლისი
19 ივლისი

ვის უცხადებენ ნდობას რუსთავი 2-ის ჟურნალ ...

დღევანდელი საინფორმაციო სამსახურის დასასრულს, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა საჯარო განცხადებით მიმართეს არხის ...
19 ივლისი
19 ივლისი

„რუსთავი 2-ის“ 100 პროცენტიან წილზე პრეტ ...

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ ირგვლივ სასამართლო დავების ახალი ციკლი იწყება. ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის 100% ...
^