Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უფასო კონსულტაციები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში

17 ივნისი, 2019 16:14

19 ივნისს, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში უფასო გასინჯვების აქცია მოეწყობა. პაციენტებს, ვისაც აწუხებთ  სახსრებში ტკივილი, ფეხებში სიმძიმე, ხერხემლის ტკივილი, ან აღენიშნებათ სანაღვლე გზებში კენჭი, შეუძლიათ ჩაიტარონ  კონსულტაცია მიმართულების სპეციალისტებთან.

უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს ნეიროქირურგი - ბუბა შალამბერიძე, ანგიოქირურგი - ბესარიონ კვიცარიძე, ზოგადი ქირურგი - გიორგი  ხეროდინაშვილი და ტრავმა-ორთოპედიის მიმართულებით: აბესალომ ტყეშელაშვილი,  გიორგი ობგაიძე, გიორგი გოგიტიძე.

აქციის ფარგლებში, პაციენტს უფასო კონსულტაციის მიღება შეუძლია ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. კონსულტაციის მიღების შემდეგ პაციენტს საჭიროებისამებრ, აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი მიზნობრივი კვლევა 50 %-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება. კონსულტაციაზე მოსულმა პაციენტმა თან უნდა იქონიოს ჩატარებული კვლევების ანალიზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

უფასო სამედიცინო კონსულტაციები "ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში", ლუბლიანას ქ. #21-ში ჩატარდება. პაციენტების მიღება 11:00-დან 16:00 სთ-მდე გაგრძელდება. მიმდინარეობს  წინასწარი ჩაწერა:  597 00 81 02

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^