Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება

17 ივნისი, 2019 16:35

პროკურატურის განცხადებით, ,,რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2012 წლის 8 დეკემბერს, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადების საფუძველზე.

2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოპოვება გაართულა ფაქტზე 8 წლის შემდგომ გამოძიების დაწყებამ. შესაბამისად,  ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საჭირო სტანდარტი.

აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე  გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს  გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება სხვა ეპიზოდებსაც მოიცავს. ასევე საგულისხმოა, რომ საქმეში სხვადასხვა ეპიზოდების ერთიანობა და მათი ქმედებების დანაშაულებრივი შეფასება უზრუნველყოფს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ გამოძიების ვადის გახანგრძლივებას 14 ივნისს მოითხოვეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^