Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვასაძე: ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შს მინისტრს

18 ივნისი, 2019 10:44

ჰომოფობიური განცხადებებით გამორჩეული ბიზნესმენი ლევან ვასაძე ჯერჯერობით უარს ამბობს „სახალხო რაზმებით" პატრულირებაზე. 

„ჩვენ არ მოვახდენთ ქუჩების პატრულირებას, ვენდობით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ისინი არ დაუშვებენ უმსგავსობის აქციას, მაგრამ ნურავის ნურაფერი ნუ შეეშლება, ჩვენი ჯგუფები შედგენილია, მზადყოფნაშია და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვინმე მოგვატყუებს, დაპირებულს შევასრულებთ. ტელეფონის ერთი ღილაკის დაჭერით გავჩნდებით იქ, სადაც ადამიანები არ დაემორჩილებიან სამინისტროს ამ რეკომენდაციას და მივაბრძანებთ მათ იქიდან. თუ შსს მოითხოვს ჩემს დაკითხვას, მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ვითანამშრომლებ მასთან, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე", - განაცხადა ვასაძემ ვერის ბაღში.

ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ლევან ვასაძე იმუქრებოდა, რომ „თბილისი პრაიდისა" და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“, „სახალხო რაზმებს“ შექმნიდა, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში თბილისში პატრულირებას მოახდენენ. 

ვასაძის თქმით, „სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და აწყობილი".

„გვეყოლება ათეულები ათისთავებით, რაც შეიკვრება ასეულად და ეყოლება ასისთავი, რაც შეკრებს ათასეულს და იქნება ლეგიონი”, – ამის შესახებ ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. 

ლევან ვასაძე აზუსტებს, რომ „რაზმები" შეიარაღებული არ იქნება, მაგრამ გაარღვევენ ნებისმიერ კორდონს, რომელსაც პოლიცია დააყენებს.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს ლევან ვასაძის მუქარაზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა. 

გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინსიტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კი სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას შსს-ს პოზიცია გააცნო. ომბუდსმენის თქმით, შსს „პრაიდის“ ჩატარებას ეწინააღმდეგება უსაფრთხოების რისკების გამო. როგორც ლომჯარიამ თქვა, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღია სივრცეში „პრაიდი“ არ ჩატარდეს.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების ჩატარება-არჩატარების საკითხზე გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. 

LGBT ჯგუფები იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, ვინც დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან - საპატრიარქო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^