Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაშავდა 7 ადამიანი

18 ივნისი, 2019 11:24

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მათივე ცნობით, 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

აქიმიძე და დვალი „რუსთავი 2“ დასაბრუნებლ ...

„რუსთვი 2-ის“ დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლა ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ლავროვთან შეხვედრა იყო დროული, აუცილებელ ...

საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანი  პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, უსმენენ. ზალკანიან ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ირაკლი ოქრუაშვილს ტელეფონით სარგებლობა მ ...

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი, საპყრობილი ...
^