Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა

18 ივნისი, 2019 16:46

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მათივე ცნობით, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

აქიმიძე და დვალი „რუსთავი 2“ დასაბრუნებლ ...

„რუსთვი 2-ის“ დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ, ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლა ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ლავროვთან შეხვედრა იყო დროული, აუცილებელ ...

საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანი  პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, უსმენენ. ზალკანიან ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

ირაკლი ოქრუაშვილს ტელეფონით სარგებლობა მ ...

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი, საპყრობილი ...
^