Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ვასაძე: მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები სხვენში შეაწყონ

19 ივნისი, 2019 13:11

ჰომოფობიური გამონათქვამებით გამორჩეული ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც „სახალხო რაზმებით" პატრულირება დააანონსა, მხარდამჭერებს კომბლების სხვენში დაწყობისკენ მოუწოდა. 

„მინდა, გაგიკეთოთ ერთ-ერთი ძალიან დიდი საჩუქარი. მეტი საჩუქარი არ იქნება და გეშინოდეთ, თუ ქვეყანაში გამოიწვევთ არეულობას. მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ „პრაიდი“ არ იქნება, მე არ მაინტერესებს, მამათმავლები რას ჭიჭყინებენ და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, თუ გახსოვთ, გავაუქმეთ ქუჩების პატრულირება.  აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ „პრაიდს“ ჩაგიტარებთ. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით“, - აცხადებს ვასაძე ვიდეომიმართვაში.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, შსს „პრაიდის“ ჩატარებას ეწინააღმდეგება უსაფრთხოების რისკების გამო. როგორც ლომჯარია ამბობს, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღია სივრცეში „პრაიდი“ არ ჩატარდეს.

„თბილისის პრაიდის" ორგანიზატორთა განცხადებით კი მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია: „ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^