Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა „პრაიდის“ მონაწილეთა დასაცავად - Amnesty International

19 ივნისი, 2019 13:32

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა დაცული იყოს „თბილისი პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოება - განცხადება ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა გაავრცელა. 

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ არსებობს მუქარები და უპრეცედენტო საფრთხე ჰომოფობურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან, რომლებიც, მართულია ადგილობრივი ბიზნესმენის მხრიდან და თავის მხრივ დაკავშრებულია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. 

„ადგილობრივი ბიზნესმენის მიერ არის მართული ჰომოფობიური ჯგუფი. ბიზნესმენს რომელსაც ახლო კავშირები აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ძალადობრივ კონტრაქციას გეგმავს, რათა შეაჩეროს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი მარშის მსვლელობა.

ამ ჯგუფის ლიდერმა, ბიზნესმენმა  დეკლარირებულად განაცხადა, რომ ის ხის ჯოხებით შეიარაღებულ სამოქალაქო დაჯგუფებებს აყალიბებს, რათა თავს დაესხას თბილისი პრაიდის მშვიდობიანი მარშის მონაწილეებს.

ისინი ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებსა და დიპლომატებს დაემუქრა, რომლებიც მარშზე დასწრებას აპირებენ“,-წერია გავრცელებულ განხცადებაში. 

Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯაროდ დაუჭიროს მხარი ღირსების მარშს, ეფექტიანად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის გეგმები. ორგანიზაციის  სადამკვირვებლო ჯგუფი თვალს მიადევნებს თბილისის ღირსების მარშს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ნოემბერი
16 ნოემბერი

ფსევდოპოლიტიკოსების სურვილია დააზიანონ ჩ ...

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ  მასზე გარკვე ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატ ...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი    თავმჯდომარე    სოფიო ქაცარავა  საპარლამენტო ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქც ...

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას უერთდება. განცხადება ამის შე ...
^