Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიძინა ივანიშვილი: ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია

20 ივნისი, 2019 13:25

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გაძღოლას ეხმაურება.

ივანიშვილი რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს: „სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^