Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვს

20 ივნისი, 2019 13:33

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს“  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა გადადგეს. 

დღეს ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავა. ისინი აცხადებდნენ, რომ აღარ შემოუშვებდნენ რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს, რომელიც საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას პრეზიდენტის რანგში უძღვებოდა. სხდომა გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა. დეპუტატები აცხადებენ,  რომ ის, რაც საქართველოს პარლამენტში მოხდა, არის სირცხვილი და ამაზე პასუხისმგებლობა უმრავლესობას ეკისრება. დღეს სესია ჩაიაშალა და როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, ის პარლამენტის ნაცვლად სხვა სივრცეში გაგრძელდება. 

„ყველა უნდა მოვიდეთ არა პარლამენტის შენობასთან დღეს 7 საათზე, არამედ პარლამენტშიც, რადგან ეს აღარაა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, დეკლარირებული მოღალატე ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. აქ დავრჩებით მანამ, სანამ ირაკლი კობახიძე არ გადადგება", - აცხადებს ნიკა მელია. 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, რადგან მან დაუშვა გავრილოვი პარლამენტში და მან დაახარჯა მას ბიუჯეტის ფული. 

„ამიტომ მისი იმპიჩმენტის პროცესი დასაწყებია, ყველა საშუალებით, არა მხოლოდ ხელმოწერებით. კობახიძე ან აიღებს პასუხისმგებლობას და გადადგება, ან ჩვენ დავათმობინებთ იმ სკამს, რომელიც ასე იაფად დათმო ცოტა ხნის წინ", - ამბობს გიგი უგულავა. 

მდინარაძე: ვინც დაუშვა, რომ გავრილოვი თავმჯდომარის სკამზე მოხვედრილიყო, პასუხი მოეთხოვება

რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ოკუპანტთან? - ზურაბიშვილი

ოპოზიცია აცხადებს, რომ გავრილოვს სასესიო დარბაზში დაბრუნების საშუალებას არ მისცემენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^