Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფო მზადაა, უზრუნველყოს დუმის დეპუტატების სტუმრობა, თავის მოქალაქეებს კი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გვაძლევს - „პრაიდი“

20 ივნისი, 2019 21:46

„თბილისი პრაიდი“ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობის ფაქტს ეხმაურება.

„მაშინ, როდესაც ქართული სახელმწიფო მის მოქალაქეებს უცხადებს, რომ ის მათ ვერ მისცემს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და ვერ დაიცავს ფიზიკური განადგურებისგან, მზადაა უზრუნველყოს რუსეთის დუმის იმ დეპუტატების სტუმრობა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას“, - აცხადებს „პრაიდი“.

ორგანიზატორების განცხადებით, ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს 300 000 დევნილი, საქართველოს პარლამენტი თავს უფლებას აძლევს უმასპინძლოს რუს დეპუტატებს, მეორე მხრივ კი „საკუთარ მოქალაქეებს გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე“.

„რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პატივს არ სცემს არათუ ჩვენი დევნილი მოქალაქეების, არამედ საკუთარი მოქალაქეების უფლებებსაც. რუსეთში ლგბტქი საკითხებზე საუბარი კანონით ისჯება, ხოლო მოსკოვის „პრაიდის“ გამართვის აკრძალვა ვლადიმერ პუტინის პირად ახირებად რჩება დღემდე. რუსეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ისევე ნადირობენ ლგბტქი ადამიანებზე, როგორც კავკასიელ და განსაკუთრებით კი ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებზე.

„თბილისი პრაიდი“ სოლიდარობას უცხადებს მოქალაქეებს, რომლებიც ამ უტიფარ ქმედებას აპროტესტებენ და მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები; შეწყვიტოს მტერი სახელმწიფოს მიმართ ღია კარის პოლიტიკის წარმოება და დაასრულოს საკუთარი ლგბტქი მოქალაქეების საზოგადოების მტრად წარმოჩენა.

დღეს „ღირსების მარშის“ მხარდაჭერა გასცდა ლგბტქი თემის უშუალო საჭიროებების მოთხოვნას და ის ჩვენი საზოგადოების ღირსების საკითხად იქცა. დღეს შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ რამდენიმე რამეს შორის: 
პრორუსული პოლიტიკა = ჰომოფობიას, ძალადობას, ავტორიტარიზმს, კორუფციას...
დემოკრატიისკენ სწრაფვა = ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და მატერიალური განსხვავებებისა თანასწორუფლებიანი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა. სჯობს ოკუპანტსა ნაძრახსა, პრაიდი სახელოვანი!“, - აცხადებენ „პრაიდის“ ორგანიზატორბი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^