Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველი არხის ჟურნალისტმა, რომელიც სამართალდამცველებმა სცემეს, შსს-ს შენობა დატოვა

21 ივნისი, 2019 12:05

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ნიკა მუხიგულაშვილმა, რომელსაც სამართალდამცველებმა სცემეს, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ შსს-ს შენობა დატოვა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს. 

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან დეტალურად გაიხსენე ინციდენტი, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევის მოპირდაპირე მხარეს სამართალდამცველები კორპუსებში ეძებდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მანქანა გადააყირავეს და მათ, ვინც დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ამ დროს მე და ჩემი ოპერატორი დავით ცირეკიძე ვიმყოფებოდით სამართალდამცველებთან ერთად. შევედით, სადაც ეს ადამიანები დაიმალნენ და ვიღებდით კადრებს. თავდაპირველად პოლიციამ გვითხრა, რომ კადრების გადაღების უფლება არ გვქონდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ამ კადრებს შორიდან გადავიღებდით. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. შორს წავიდნენ თან გავყევით და ამასობაში მოგვიახლოვდა რამდენიმე სამართალდამცველი და სამოქალაქო პირიც. მოვიდნენ და გვაიძულებდნენ, გადაღებული მასალა წაგვეშალა, მაგრამ ვუთხარით, რომ მასალას არ წავშლიდით. დაიწყეს კამერაზე ხელის მოკიდება, ჩართვის აპარატის გამოწევა და ცდილობდნენ ჩიპი ამოეღოთ, რისი საშუალებაც არ მივეცით. გვქონდა შელაპარაკება, თუმცა ჩემი მხრიდან არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაახლოებით 4-5 ადამიანი მირტყამდა, საბოლოოდ დამაკავეს და გადმომიყვანეს განყოფილებაში.

უწყებაში გამომკითხეს, რასთან დაკავშირებით დაიწყო შელაპარაკება. გამომძიებლებმაც აღნიშნეს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ხშირი არ არის და გაუკვირდათ კიდეც, რომ ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, მივაწოდე ინფორმაცია და მითხრეს, რომ დამიკავშირდებიან”, – განაცხადა ნიკა მუხიგულაშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დღეს, გამთენიისას დააკავეს.

ფოტო: პირველი არხი

უმძიმესი სანახავია პარლამენტის ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა - პრემიერი

ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვს

ბიძინა ივანიშვილი: ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია

„როგორც კი გავიგე, მოვითხოვე სესიის შეჩერება“ - კობახიძე გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანაზე

უმძიმესი სანახავია პარლამენტის ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა - პრემიერი

ინგოროყვას კლინიკაში 48 ადამიანია გადაყვანილი

სპეცრაზზმა მოქალაქეებს გადაუარა - ვიდეო

ერთი საათის წინანდელი ინფორმაციით, დაშავებულია 55 ადამიანი

LIVE ► სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^