Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თინა ხიდაშელი: გუშინ იყო 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად აღებული

21 ივნისი, 2019 13:31

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება.

„გაკვეთილები ოროსან, დამნაშავედ ქცეულ ხელისუფლებას: 
1. როდესაც იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე აუცილებლად მარცხდებით და ხარ ფსკერი;
2. როდესაც იწყებ იმაზე დავას - უი, 7 ნოემბერს როგორ ადარებო, აუცილებლად მარცხდები და უფრო ფსკერზე ეშვები;
3. როდესაც მხოლოდ ის გაქვს სათქმელი - უი, რა სასაცილო იყო გუშინ უგულავა რეზინის ტყვიებზე შეშფოთდაო, კიდევ უფრო დიდი ფსკერი ხარ, მასთან დასატოლებლად არ მომხდარა 2012, მასზე უკეთესს ითხოვდა ხალხი:
4. 24 საათზე მეტი გავიდა შენი დახმარებით და ხელშეწყობოთ გავრილოვის მიერ საქართველოს თავზე გადავლიდან და ის ტიპი ვიზიტსაც რომ არ წყვეტს და ისევ შენი ქვეყნის მეორე პირია, უფსკრულში ხარ გადაჩეხილი; 
5. ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც აზრი შერჩენილი აქვს, გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც „როდიონოვის ღამის“ დარად ამ ღამეს „გავრილოვის ღამე“ დაერქმევა, რაც უფრო მეტად დაგიმძიმებთ სასჯელს;
6. დაბოლოს, ამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ, რომ ყველაფერს შინაარსი გამოაცალეთ და სიმბოლოების დონეზე დატოვეთ. ხოდა 8 ნოემბერს ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარი იყო და პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა. 
7. გაფრთხილებდით, ეგ კაცი გადაგჩეხავთ-მეთქი და არ დაიჯერეთ. ჩვეულებრივი რუსი სალდაფონია. ხოდა გამოაცხადა რუსული სიდიადით დევნა და ძალადობა საკუთარ ხალხზე ამოცანად და დაგისვათ წერტილი.
8. იმასავით რიგგარეშე არჩევნები რომც იყოს შეიძლება მოიპარო, იყიდო - ესეც გვინახავს, მაგრამ პასუხისმგებლობას რომ ვერ გაექცევი, ეს მგონი უკვე უნდა გესწავლა, თუმცა რა ვიცი“.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^