Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი - Human Rights Watch

21 ივნისი, 2019 14:36

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სპეცრაზმმა თბილისში საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი. ვინაიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები. პოლიციისგან ეს წესები მოითხოვს, გამოიყენოს მხოლოდ მკაცრად პროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან საფრთხის საპასუხოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს ისეთ ზომებს, როგორიც არის რეზინის ტყვიები“, – ნათქვამია განცხადებაში.

განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გოგია:

„ალბათ, ძალიან ძნელია ზუსტად დაიცვა ძალის გამოყენების სტანდარტები, მაგრამ გუშინ ღამით ხშირად ამის მცდელობაც არ იყო. არ მომხდარა შეკრებილთა ადეკვატური, ხმამაღალი და განმეორებითი გაფრთხილება, სანამ პოლიცია გამოიყენებდა ბრბოს დაშლის ძალისმიერ მეთოდებს. არ მომხდარა, ძალის გამოყენების თანდათანობრივი ესკალაცია. ყველაფერი და ერთბაშად არ იყო საფრთხის ადექვატური. ბოლოსკენ კი, უკვე სადამსჯელო ოპერაციაში გადაიზარდა...

სამწუხაროდ, ჯერ პროცესები არ დასრულებულა და მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ ძალის გამოყენებაზე მონოპოლია სულაც არ ნიშნევს მის უპირობოდ და უპასუხისმგებლოდ გამოყენებას. ეს განასხვავებს სამართლებრივ სახელმწიფოს, არშემდგარ სახელმწიფოსგან“,- წერს გიორგი გოგია facebook პოსტში. 

„ნუ გვესვრი!“ - შს სამინისტროსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას გამართავენ

უმძიმესი სანახავია პარლამენტის ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა - პრემიერი

ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვს

ბიძინა ივანიშვილი: ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია

„როგორც კი გავიგე, მოვითხოვე სესიის შეჩერება“ - კობახიძე გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანაზე

უმძიმესი სანახავია პარლამენტის ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა - პრემიერი

ინგოროყვას კლინიკაში 48 ადამიანია გადაყვანილი

სპეცრაზზმა მოქალაქეებს გადაუარა - ვიდეო

ერთი საათის წინანდელი ინფორმაციით, დაშავებულია 55 ადამიანი

LIVE ► სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^