Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: პოლიტიკოსებმა შეძლეს, პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ

21 ივნისი, 2019 17:32

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე. 

„რაც მთავარია პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელმაც მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციად გარდაქმნას და შტურმს პარლამენტში და პოლიციელების წინააღმდეგ - უმკაცრესად იქნება დასჯილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკურმა ლიდერებმა მას შემდეგ, რაც მოახდინეს დაძაბულობის პროვოცირება, მოქალაქეები შეატოვა პოლიციელებს და ადგილი დატოვეს.

„ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა შეძლეს, რომ პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამდნენ გულწრფელ პროტესტს ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ. ათი საათის შემდეგ არცერთი მათგანი ადგილზე არ ყოფილა ისინი უბრალოდ გაიქცნენ იქიდან და ერთმანეთს შეატოვეს ახალგაზრდები და პოლიციელები. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ უსაფრთხოებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^