Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERAL[email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ

21 ივნისი, 2019 19:40

აქციაზე, რომელიც ახლა პარლამენტის წინ მიმდინარეობს, სამი მოთხოვნა გაჟღერდა. მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ: ისინი ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას; მომდევნო საპარლამენტოს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას; და გუშინ აქციის დროს დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გადათავისუფლებას. 

ამ წუთებში აქციაზე ათასობით ადამიანია მისული. გადაკეტილია დედაქალაქის მთავარი პროსპექტი. პარალელურად აქციას მართავენ სტუდენტები თსუ-ის ეზოში. 

_____________________

გუშინ მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოსული იყო რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან ღონისძიებას უძღვებოდა, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. მათ დაიკავეს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა და რუს დეპუტატს არ მისცეს ღონისძიების გაგრძელების საშუალება. 

სიტუაციის გამწვავების შემდეგ, უმრავლესობის წევრებმა ღონისძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. 

გუშინ, 20 ივნისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააანონსეს აქცია პარლამენტთან. აქციის მონაწილეები რუს დეპუტატს პროტესტის ნიშნად სასტუმრო „რედისონთან“ დახვდნენ​. სერგეი გავრილოვმა მოგვიანებით ქვეყანა დატოვა.

აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა. მალე პოლიციამ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას. მოგვიანებით, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მოქალაქეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. 

მალე მობილიზდა სპეცრაზმიც. პოლიციამ პარლემენტის ყველა შესასვლელი პოლიციელებისა და სპეცრაზმელების კორდონით გადაკეტა. 

დაახლოებით 12 საათისთვის სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით სცადა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით რეზინის ტყვიებსაც ისვროდა. 

აქციის დაშლა და მისი მონაწილეების დაკავება დილის 8 საათამდე გრძელდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. 

დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი. დაშავებულებიდან რამდენიმემ მიიღო მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება. 

დღეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

ინგოროყვას კლინიკაში 48 ადამიანია გადაყვანილი

სპეცრაზზმა მოქალაქეებს გადაუარა - ვიდეო

ერთი საათის წინანდელი ინფორმაციით, დაშავებულია 55 ადამიანი

LIVE ► სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^