Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ე.წ.მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ - შსს

21 ივნისი, 2019 20:12

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,  ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის  კოქტეილების დამზადების ფაქტზე 1 პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, ქალაქ თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთი 
მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც  სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული  წესით დამზადებული, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი  დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა,  როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე  საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა."- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 

ბრალდებული დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3  ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და  საპროცესო მოქმედებები.

გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი,  ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^